aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მართლმადიდებლობის ასამბლეის ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ მართლმადიდებლურ სამყაროს რუსეთის დანაშაულების შესახებ გავაგებინოთ – ქუცნაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველო ცდილობს საერთაშორისო ასპარეზი გამოიყენოს იმისთვის, რომ ჩვენი მხარდამჭერთა რაოდენობა გააძლიეროს და შეამციროს რისკები აღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში. ასამბლეა 4 კონტინენტზეა განფენილი, სადაც რუსები აქტიურობენ და უნდათ, მიიმხრონ ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკის ნაწილში. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ამ ქვეყნებთან და ვიცავთ არაღიარების პოლიტიკას. ეს არის ერთი მთავარი სარგებელი. მეორე, გავაგებინოთ მართლმადიდებლურ სამყაროს, რა დანაშაული ჩაიდინა ამ მართლმადიდებელმა ქვეყანამ ჩვენს წინააღმდეგ 2008 წელს და 90-იან წლებში

ზაქარია ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19-22 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის  26-ე საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა გაიმართება.

„ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით,  მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ჩამოსვლასა გეგმავს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის რამდენიმე წევრი, მათ შორის სერგეი გავრილოვი, რომელიც რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს.

იტვირთბა....