aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ანაკლიასთან დაკავშირებით არანაირი დაფარული დღის წესრიგი აშშ-ში ვიზიტისას არ ყოფილა” – თურნავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანაკლიასთან დაკავშირებით არანაირი დაფარული დღის წესრიგი აშშ-ში ვიზიტისას არ ყოფილა და არ განხილულა,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა

მინისტრის თქმით, ამერიკაში ვიზიტისას კიდევ ერთელ დაფიქსირდა საქართველოს პოზიცია, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

“ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით, მივიჩნევთ და ეს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტი. საქართველოს მთავრობა აქამდეც მზად იყო და მომავალშიც მზად იქნება, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს. თუნდაც ვადების გახანგრძლივება არ არის პირველი შემთხვევა. რამდენჯერმე მოხდა ვადების გახანგრძლივება და მასში რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა. არანაირი დაფარული დღის წესრიგი ანაკლიასთან დაკავშრებით, რასაკვირველია, არ ყოფილა და არ განხილულა. ითქვა ჩვენი მხრიდან კვლავ, რომ ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავას თქმით, ვადების შესახებ მოთხოვნა შესაბამისმა უწყებამ ინვესტორისგან მიიღო.

იტვირთბა....