aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩვენ გავდივართ! ღირსების მარში ძალაშია – “თბილისი პრაიდი” განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თბილისი პრაიდი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ღირსების მარში ძალაშია. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას. საჯარო მსვლელობაში ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება.

ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეში ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება.
ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18-23 ივნისს დაგეგმილი იყო “თბილისი პრაიდის” ჩატარება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონსიძიება იყო დაგეგმილი.

ამის შემდეგ, საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და ხელისუფლებას მოუწოდა, რომარ დაეშვა ე.წ. გეი-პრაიდის ჩატარება. 

საპატრიარქოს ამ მოწოდების შემდეგ “თბილისი პრაიდის” ორგანოზატორებმა იმდღესვე გადაწყვიტეს აქციის ჩატარება. აქციის პარალელურად ბიზნესმენი ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების კონტრაქცია გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ორ აქციას ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

საბოლოოდ, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა პოლიციის კორდონის თანხლებით დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია. კონტრაქციიდან კი 28 პირი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა რამდენიმე ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

ამის შემდეგ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში თანამოაზრეებთან ერთად აქცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სახალხო რაზმების ჩამოყალიბებას იწყებს და არ დაუშვებს თბილისში ე.წ. გეი-პარადის ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ ვასაძის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

17 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებსა და “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, შსს-ს პოზიციაა, რომ პრაიდი არ ჩატარდეს. ლომჯარიას განცხადებით, შსს ღია სივრცეში უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევა.

 

 

 

იტვირთბა....