aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არ შეიძლებოდა, დღეს უკვე მთავრობას კონსტიტუციით ელაპარაკებიან – მამა დავით ნოზაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ლგბტ აღლუმის წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედება ძალადობად შერაცხონ – განაცხადა მამა დავით  ნოზაძემ, რომელიც თბილისის პრაიდის თემასა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებს მამა ვახტანგ დავითაშვილთან ერთად გამოეხმაურა.

“ევროკავშირიდან, ამერიკიდან მათი საელჩოების მეშვეობით ხელისუფლების და პარლამენტარების დამუშავება დაიწყეს, რომ ლგბტ თემის დამცველი კანონები მიეღოთ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არ შეიძლებოდა, ეს კანონი მხოლოდ ლგბტ-ებისთვის მიიღეს. დღეს უკვე მთავრობას კონსტიტუციით ელაპარაკებიან. იძულებულები არიან, შეასრულონ. ეკლესიას უკვე მუქარით საუბარი დაუწყეს. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა მოტყუებით, როგორ მიიყვანეს ეკლესიის სამღვდელოება თითქოს, ჩაიზე სასაუბროდ, შემდეგ პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ეკლესიას დაუთმობელი უნდა დაეთმო. ეკლესიას არ შეუძლია, რომ ცოდვაზე თქვას, რომ ეს არის სწორი. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ლგბტ აღლუმის წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედება ძალადობად შერაცხონ“, – განაცხადა მამა დავით ნოზაძემ.

მისი თქმით, ყველა ვინც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის ღმერთის მტერია.

“„ამიტომ მათთან ერთი პატარა რაღაცის დათმობას გამარჯვებად აღიქვამენ. ზოგიერთი ადამიანი უკვე ეკლესიაშიც იპოვეს. ყველამ კარგად იცის მით უმეტეს, ეკლესიის წევრებმა, რომ ძალადობა
მიუღებელია. ვინც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს ცოდვა ცოდვა არ არის და ცოდვა წახალისებული უნდა იყოს, ვინ ხარ? არც მეტი არც ნაკლები, ღმერთის მტერი. ახლა უკიჟინებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რატომ ვერ დაიცავთ ლგბტ თემს და უსაფრთხოებას რატომ ვერ უზრუნველყოფთო. იცით რაებს გააკეთებენ ეს ხალხი?  ხალხს აიძულებენ, რომ ნებისმიერი მეთოდით იქნებ ვინმე მოკვდეს. მათთვის იქ მსხვერპლი, ერთი-ორი კაცი თუ მოკვდება არაფერი არ არის. თავიანთ მომხრეებს არაფრად არ თვლიან. მთაში მწყემსს ცხვარი უფრო ენანება, ვიდრე ეს საცოდავი ადამიანები მას, ვინც ამ ყველაფერს უკვეთავს, “, – განაცხადა მამა დავით  ნოზაძემ.

მამა დავით ნოზაძის თქმით, ვასაძის განცხადება კომბლებზე არ იყო რეალური.

“კომბლე კარგი ზღაპარია. უბრალო კაცმა ცუდი თავადი დაამარცხა, კომბალი გათალა და სადღაც შემოდო. კარგად იცით, კომბლებით სიარულს ქალაქში არავინ არ დაიწყებს. ლგბტ წარმომადგენლებს ქამრებით შებოჭავენ? მოწოდება ჩემი აზრით რეალურია იმ მხრივ, რომ შევიკრიბოთ და ასეთი ამბავი არ დავუშვათ. კომენტარებს რომ აკეთებენ,თითქოს პოლიციას კომბლებით შეუტევდნენ, ჩემი აზრით არც ვასაძეს არ უფიქრია. მაგდენი კომბალი სად არის“, – განაცხადა მამა დავით  ნოზაძემ.

მამა ვახტანგ დავითაშვილის თქმით  თუ აღლუმი ჩატარდება, მისი თანამონაწილეა ყველა, ვინც ხმას არ ამოიღებს.

„მათი გავლა და აღლუმის მოწყობა რა არის, თუ არა ზეიმი და მათი გამარჯვების დემონსტრირება. ჩვენ გვწამს, რომ როცა ცოდვა მრავლდება, იქ ღვთის მადლი ცილდება. რაც ქვეყანაში ცოდვა გავრცელდება, ეს აღლუმი ჩატარდება და ხმას არ ვიღებთ, ჩვენც ამის თანამონაწილეები ვართ. დასავლური კურსი ეს ქვეყნის არჩევანია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ თუ ეს საელჩოები და სატელიტი არასამთავრობოები ჩვენ ევროპას ასე დაგვანახებენ, ძალიან ბევრი ადამიანი აზრს შეიცვლის. თუ ლგბტ პრაიდის გამართვას გადაწყვეტენ, გამოსვლებს აუცილებლად ვიხილვთ. დარწმუნებული იყავით, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება და დღევანდელი საზოგადოება ამას არ იღებს“, – განაცხადა მამა ვახტანგ დავითაშვილმა.

 

 

იტვირთბა....