aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში  ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. აფეთქება, სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....