aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები ჩინეთში იმყოფება, სადაც კუნგფუს მერვე მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

ჩემპიონატში 48 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის პირველ დღეს ნაკრების სპორტსმენების მონაპოვარი ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი იყო. ოქროს მედლის მფლობელები მარიამ თურმანიძე (17 წლის), სოფიკო აფხაზავა (11 წლის), ნიკოლოზ ნუცუბიძე (10 წლის), საბა გოგია (9 წლის) და რაული მამედოვი გახდნენ. ვერცხლის მედალს ნინო ჩიხლაძე დაეუფლა (22 წლის). ბრინჯაოს მედლები ლუკა ხუტიაშვილმა (15 წლის), გიორგი გერმანოზაშვილმა (11 წლის) და გურამი ფირცხალავამ (15 წლის) დაიმსახურეს.

ტურნირის მეორე დღეს ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს. საქართველოს პირველი არხი დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

ნაკრები საქართველოში 19 ივნისს, 11:30 საათზე დაბრუნდება.
წყარო – საქართველოს პირველი არხი

იტვირთბა....