aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შსს ვერ გვაძლევს გარანტიებს, ჯერ არ ვიცით, ჩატარდება თუ არა ღონისძიება – “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს გარანტიები ვერ მისცა.

როგორც თაბაგარმა “მეტრონომს” განუცხადა, ჯერ არ არ გადაუწყვეტიათ, ჩატარდება თუ არა პრაიდი.

“გვქონდა შეხვედრა შსს-სთან, ვმსჯელობთ და გადავწყვეტთ, რას და როგორ ვიზამთ. ვერ გვაძლევენ გარანტიებს, მაღალ რისკებზე ისაუბრეს. არ გადაგვიწყვეტია. ჩვენ ვისაუბრებთ და მერე გადავწყვეტთ”, – ამბობს თაბაგარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა.

ომბუდსმენის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

იტვირთბა....