aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქართველების ისრაელში უკანონო გზით გადაყვანის ბრალდებით თელ-ავივში აეროპორტის თანამშრომლები დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართველების ისრაელში უკანონო გზით გადაყვანის ბრალდებით თელ-ავივში, ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტის 6 თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ებრაული გამოცემა  news.walla.co.il ავრცელებს.

აყვანილია ისრაელში მცხოვრები კიდევ 8 ადამიანი.  მათ აეროპორტის თანამშრომლებთან ერთად ფულის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეები ისრაელის ტერიტორიაზე გადაჰყავდათ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების ნაწილი, თელ-ავივიდან რამდენიმე დღის წინ  სპეცრეისით ჩამოფრინდა.
იტვირთბა....