aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში მამა ავტომანქანით 2 წლამდე შვილს დაეჯახა – მცირეწლოვანი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის მუნიციპალიტეტში მანქანა მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.

 სოფელ სობისში მაცხოვრებლების ინფორმაციით, მძღოლმა, რომლიც მანქანას აბრუნებდა, შემოხვევისას, შემთხვევით საკუთარ შვილს გადაუარა. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

ექიმების ინფორმაციით, 2-წლამდე ბავშვს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ოჯახმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და ბავშვი “გორმედში” გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში ამბობენ, რომ ამ დროს ის უკვე დაღუპული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....