aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაკოპირებული დაპირისპირება, მე ვარ ყველას პრეზიდენტი –

“მე ვარ ყველასი პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მე ვარ ამავე დროს პრეზიდენტი იმ ადამიანების, რაც უნდა იყოს მათი რელიგიური მიმართულება, მათი სექსუალური ორიენტაციის. მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა, არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაკოპირებული დაპირისპირება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე მოვლენებს; 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მიმართა, რომ არ დაეშვა “გეი პარადის” გამართვა. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. თუმცა, აქციის ჩატარებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. კონტრაქციასა და აქციას პოლიციის კორდონი ყოფდა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ჯამში დააკავეს 28 პირი. აქედან 21 ხელწერის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო შვიდი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორშაბათიდან დაიწყებენ მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა რამდენიმე ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ სამიქნობაში ხელი შეუშალეს.

 

იტვირთბა....