aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საპატრიარქომ ხელისუფლებას კანონის დარღვევისკენ მოუწოდა- ხვიჩია

“საპატრიარქომ ხელისუფლებას კანონის დარღვევისკენ მოუწოდა – თქვა, რომ შენ არ დაუშვა სადღაც ადამიანების შეკრება. საქართველოს მთავრობას არანაირი უფლება არ აქვს რაიმე არ დაუშვას, როდესაც ადამიანები ძალადობის გარეშე ერთად იკრიბებიან და რამეს ატარებენ, ეს არის ფაქტი. საპატრიარქოს მიერ ძალადობისკენ მოწოდება არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ ეს არის უკანონობის მოწოდება. ხელისუფლებასდმი უკანონობის მოწოდებას როგორ გაიგებენ სხვა ადამიანები და რისი ნიშანი იქნება მათთვის ძალადობის თუ რამე სხვის, ეს არ ვიცი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია “მეტრონომთან” საუბრისას თბილისი პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას “გეი-პრაიდის” ჩატარება.

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გაუწევს.

 

იტვირთბა....