aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძემ თქვა ივანიშვილი საქართველოს მტერიაო ანუ მეც ქვეყნის მტერი ვარ? – კახაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკა, სამწუხაროდ, ყველაფერს იტანს. ლევან სანიკიძე ყველასია, სრულად საქართველოსია. გუბაზ სანიკიძემ თქვა, ბიძინა ივანიშივლი საქართველოს მტერიაო. წარმოგიდგენიათ, ამ გუნდის წევრი მეც მტერი ვარ საქართველოსი? შეიძლება, რაღაცაში არ ეთანხმებოდე, რაღაცაში შენეული ხედვა გქონდეს, მაგრამ რატომ მტერი?, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე პარტია “გამარჯვებულის საქართველოს” წევრ გუბაზ სანიკიძის განცხადებას.

კახაძეს განცხადებით, სანიკიძის განცხადება ადასტურებს, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას სრული კარტ-ბლანში აქვს.

“როდესაც შიგნით ადამიანი მტრად გთვლის, ეს მართლა მტრის წისქვილზე ასხამს წყალს – ეს მტკივა მე. გამონათქვამებზე პასუხს რომ არ ვიძლევი, ხომ ხვდებით? მე ექიმი ვარ და ბევრი სიტყვები მომისმენია და ავადმყოფობა ბევრი ენით საუბრობს. ასე, რომ პოლიტიკურ ჭრილში ამ საუბარს ვერ გადავიყვან. ჩემი ასაკის კაცს ასე დაბლა ჩამოსვლა, ჩემი ღირსების დაბლა დაცემად მიმაჩნია. ჩვენი ქვეყნის დემოკრატია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას სრულიად კარტ-ბლანში აქვს. ვინმემ როგორ შეიძლება თქვას, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება”, – განაცხადა კახაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ ლადო კახაძეს ურჩია მამამისის სახელი მეორედ არ ეხსენებინა. 

იტვირთბა....