aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ გახლავთ – ქუცნაშვილი კობახიძის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება გამოხატვის თავისუფლების შესახებ გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებში ჯდება.

“გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ გახლავთ. ასე, რომ მისი შეზღუდვა ისეთი საზოგადოებრივი ინტერესების გამო როგორიცაა საზოგადოების ომისაგან დაცვა, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა, საზოგადოების დაცვა ძალადობის ენისაგან ნებადართულია – ნებადართულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ირაკლი კობახიძის განცხადება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებში ჯდება”, – აცხადებს ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კობახიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს.

იტვირთბა....