aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

13 ივნისს, 20:00 საათზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ღრმაღელეს სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება 14 ივნისის, 02:00 საათამდე შეზღუდული აქვს ზოგიერთ რაიონს.

უფრო კონკრეტულად, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ნაძალადევის რაიონში: ხუდადოვის, სარაჯიშვილის, გურამიშვილის, ჩარგლის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში: ივერთუბანს, მარუაშვილის, ცაიშის და მიმდებარე ქუჩებს.

ისნის რაიონში: ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, სომხეთის, თელავის, სამრეკლოს და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

იტვირთბა....