aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსეთისა და ჩინეთის მიმართ აშშ-ის ტონი ჩვენ სულაც არ გვაწყობს” – კარასინი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადების ტონი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა 13 ივნისს პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 11 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმედოვნებს, საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.

იტვირთბა....