aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საარჩევნო პროცესის დროს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია, როდესაც კანდიდატი არის ქალი – წულუკიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებს შორის ყველაზე პრობლემატურია სიძულვილის ენის გამოყენება. ეს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საარჩევნო საკითხებზე გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ.

„საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ოდირი-ც (ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი), რომ არ იყვნენ, ჩვენ თვითონ ვხედავთ ქვეყანაში, საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებს შორის ყველაზე პრობლემატური გახლავთ სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა კანდიდატთან მიმართებაში. ეს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი. ჩვენ ვნახეთ შარშან არჩევნებზე, რომ რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ, მამაკაცები და მეორე პარტიის კანდიდატი მამაკაცი იყენებდა სიძულვილის ენას. არ ვფიქრობ პრობლემა იყოს, თუ აქ გარკვეული, ძალიან ფრთხილი, ფაქიზი მიდგომის შედეგად შემუშავებული რეგულაციები იქნება და ბალანსი დაცული იქნება პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, აუცილებელია ეს საკითხი დარეგულირდეს, რათა არსებობდეს “წითელი ხაზები”.

„ეს უნდა გაკეთდეს, რათა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რა შეიძლება, გამოხატვის სახელით აკადრო და რა არ შეიძლება, აკადრო სხვა ინდივიდს, რომელსაც აქვს თავისი პირადი სივრცე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

იტვირთბა....