aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

13 ივნისის შემდეგ, ერთმანეთის მიმართ იყო საოცარი ზრუნვა და ეს არასოდეს დამავიწყდება – მოხალისე

aviabiletebi
ავიაბილეთები

როცა ასეთი მოულოდნელი ტრაგედიის წინაშე ვდგებით, ყველას გვინდა თუნდაც მცირე წვლილი შევიტანოთ, ვიღაცას დავეხმაროთ. ამ სურვილმა გააერთიანა უამრავი ადამიანი 4 წლის წინაც.
კონკრეტულ დეტალებზე მეტად ემოციები დამამახსოვრად ამ დღეებიდან, – ასე იწყებს “მეტრონომთან” საუბრისას 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგი დღეების გახსენებას მოქალაქე მარიამ ახალკაცი.

ახალკაცის განცხაედბით, “ფეისბუქის” საშუალებით, მალევე მოხდა ადამიანების ორგანიზება და ერთი საერთო მიზნისთვის გაერთიანება.

“Facebook-ზე მალევე შეიქმნა #13ივნისის მოხალისეთა გაერთიანება, სადაც წერდნენ თუ სად რა ტიპის დახმარება და დაახლოებით რამდენი მოხალისე სჭირდებოდათ. მე გადავწყვიტე რომ ყველაზე საჭირო მზიურში ვიქნებოდი და მეგობრებთან ერთად წავედი. იქ იმაზე მეტი ადამიანი დამხვდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ფუნქციები ისე ბუნებრივად გადანაწილდა და ისეთ ტემპში ვმუშაობდით, ახლაც არ ვიცი, ამხელა ჯგუფმა ეს როგორ მოახერხა.

რა თქმა უნდა, იყო შიშიც. რადგან იმ ტერიტორიაზე არსებობდა დიდი შანსი, რომ სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანები გვეპოვნა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ზოოპარკიდან ცხოველები იყვნენ გაქცეული. ამიტომ სიფრთხილე და ყურადღება იყო საჭირო.

ერთმანეთის მიმართ იყო საოცარი ზრუნვა. ეს მგონი არასოდეს დამავიწყდება. ხან ერთი მოხალისე მოგადგებოდა წყლით ხელში, ხან მეორე დაგაძალებდა, სენდვიჩის ჭამას და გტუქსავდა, მშიერი ნუ მუშაობო. რამდენიმემ მზისგან დამცავი კრემიც ჩამოატარა, არ დაიწვათო. ყველაფერ ამას რომ უყურებდი, მუშაობის ძალა გემატებოდა  და სახლამდე სანამ არ მივიდოდი, დაღლილობა რა იყო, ვერც კი ვხვდებოდი.

პირველი დღეს მზიურიდან რომ წამოვედი და მეტროში ჩავედი, თავიდან ფეხებამდე ტალახიანი ვიყავი და ვფიქრობდი, ვაგონში როგორ უნდა შევიდე-მეთქი. მაგრამ იქ იმდენი ჩემსავით და კიდევ მეტად ტალახიანი ადამიანი დამხვდა, არავის გამოუთქვამს პრეტენზია, არც დაუწუწუნია.
ასე ვიდექით ერთად ტალახიანები”, – განუცხადა “მეტრონომს” ახალკაცმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები.

იტვირთბა....