aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხაჩიძე – სიმღერით უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, მაგრამ მინდა 25-წლიანი გამოცდილება ჩემს მხარეს მოვახმარო

aviabiletebi
ავიაბილეთები

მომღერალი ზურა ხაჩიძე “მეტრონომთან” საუბრისას მის სამცხე-ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ სურს მისი გამოცდილება საკუთარ მხარეს მოახმაროს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ხაჩიძეს განცხადებით, თანამდებობაზე დანიშვნამდე დაახლოებით ორი კვირა მიმდინარეობდა მოლაპარაებები.

“დაახლოებით ორი კვირაა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რეგიონალური სამსახურის უფროსთან გავიარე გასაუბრება. ვილაპარაკეთ ბატონ სოზარ სუბართან. ასევე გავიარე გასაუბრება რწმუნებულთან ბატონ ბესოსთან. შესაბამისად, ის პრიორიტეტები რაც გამანდეს, რომელიც მათ აქვთ დაგეგმილი და მთხოვეს, რომ ამ სამსახურს ჩავმდგარიყავი სათავეში. ჩემს მხარეში ჩამოვსულიყავი რწმუნებულის მოადგილედ კულტურას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოზიდვასა და განვითრებაში მინდა, რომ შევუერთდე. ჩემი გამოცდილება, რომელიც ჩემს სფეროში დამიგროვდა, 25 წელია სცენაზე ვარ. ღონისძიებებისა და მილიონი სხვა მიმართლებით მინდა ჩემი გამოცდილება ჩემს მხარეს მოვახმარო. მოგეხსენებათ, რომ ბორჯომში ვარ დაბადებული და სამცხე-ჯავახეთს უდიდესი პოტენციალი აქვს. დიდი სურვილი მაქვს ეს რეგიონი გახდეს პოპულარული და ტურისტებისთვის მიმზიდველი.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ეს არის მცირედი. სიმღერითა და კერძო შემოსავლებით უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე ამ საქმიანობით. ასე, რომ აქ სხვა მოტივაციები არ არსებობს. მინდა, ჩემს რეიგონს ამ საქმეში გამოვადგე”, – განაცხადა ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.

იტვირთბა....