aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამათ არც საკუთარი ხალხის და არც საკუთარი მეგობრების ესმით – ჭიჭინაძე პომპეოს განცხადებებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზოგადად, მაიკ პომპეოს განცხადებებში ნათქვამია, რომ დაპირებებს შესრულება უნდა. რაც პრაქტიკულად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან აცდენილია, რომ საარჩევნო დაპირებები ხარვეზი იყო. აქედან გამომდინარე, არც ანაკლიას აქვს მნიშვნელობა, არც სასამართლოს, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

ჭიჭინაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დრო ამოწურულია.

“ამათ არც საკუთარი ხალხის და არც საკუთარი მეგობრების ესმით. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ მათ თავიანთი პროგრამა აქვთ და ფიქრობენ, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი და სამართლიანი. ფიქრობენ, რომ თურმე სიღარიბე შეამცირეს. იმასთან დაკავშირებით, რასაც ესენი ურცხვად ახდენენ ყველაფრის ტირაჟირებას, რა მნიშვნელობა აქვს პომპეოს ნათქვამს. მის საუბარსაც ისე გადმოთარგმნიან, რომ მათ სასარგებლოდ იყო განცხადება გაკეთებული. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. ვფიქრობ, “ქართული ოცნების” დრო ამოწურულია. ახლა მხოლოდ ის საკითხი დგას თუ რა ფორმით წავლენ – თვითნებურად თუ სხვა მეთოდებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ მომხდარა”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მაიკ პომპეომ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელთა შესრულებასაც საქართველოსგან ითხოვს. ერთ-ერთი საკითხი ანაკლიის პორტის პროექტის ბოლომდე მიყვანაა. პომპეომ, ასევე,  ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის გაუმჯობესების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობასაც.

“დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, რისი ძალისხმევაც მიმდინარეობს. უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დღეს გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო უწყებების მოქმედებები კანონთან შესაბამისობაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და აღკვეთს იმას, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს,“- განაცხადა პომპეომ.

იტვირთბა....