aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სპორტი

“ჩვენ გავფრინდით” – რეიესის გადარჩენილი ბიძაშვილი ავარიის მომენტს იხსენებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხუან მანუელ კალდერონი (რეიესის ბიძაშვილი) არის ერთადერთი გადარჩენილი, რომელიც გახლავთ ავარიის მონაწილე, რის შედეგადაც ხოსე ანტონიო რეიესი და ჯონათან რეიესი დაიღუპნენ.

გადარჩენილმა კალდერონმა ავარიის შემდეგ ადგილზევე სამართალდამცავებს განუცხადა, რომ  – „ძალიან სწრაფად მივდიოდით, მანქანა მიფრინავდა“.

ხუან მანუელი რეიესის გვერდით იჯდა, მას გაუმართლა და არაფერი მოსვლია. ავარიის შემდეგ კალდერონმა ცეცლხმოკიდებული მანქანიდან მისი ორი ბიძაშვილის გამოყვანა და გადარჩენა სცადა, რა დროსაც სერიოზული დამწვრობა მიიღო. ამჟამად მას სხეულის 60% დამწვარი აქვს.

მიუხედავად რთული მდგომარეობისა კალდერონმა საუბარი შეძლო და განაცხადა:

„ამ დროს მე ფანჯარაში ვიყურებოდი და არ ვიცი რას აკეთებდა ხოსე. ბევრი არაფერი მახსოვს. ერთადერთი რაც დავინახე არის ის, რომ მანქანა მიფრინავდა, ჩვენ გავფრინდით“.

შეგახსენებთ, რომ ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ ხოსე ანტონიო რეიესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიციის პირველადი ანგარიში გაასაჯაროვა. სამართალდამცველების ცნობით 237 კმ/სთ-ით მიმავალ „მერსედესს“ საბურავი გაუსკდა და ავტოავარია სწორედ ამან გამოიწვია.

პოლიციის ანგარიშის მიხედვით რეიესს ამ ავტომობილით რამდენიმე თვის განმავლობაში არ უსარგებლია და ამიტომ ერთ-ერთ საბურავში წნევა საჭირო დონეს არ შეესაბამებოდა. მათი ინფორმაციით მომხდარის შემდეგ რეიესის მანქანა გზაზე განთავსებულ დამცავ ჯებირს შეეჯახა, ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.

crystalsport.ge

იტვირთბა....