aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი – გუშინდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ დახშული წრიდან ვერ გამოვდივართ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხელისუფლებას მონოპოლიზებული აქვს ყველა რესურსი და არ იძლევა ალტერნატიული რესურსის შექმნის საშუალებას და მეორე, ფორმირება იმ ტიპის მეორე პოლუსის, რომლის კომპრომიტირებაც შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების თემის კომენტირებისას განაცხადა.

ხუხაშვილის განცხადებით, დახშული წრიდან გამოსვლის შანსები 2020 წელს არსებობს, რადგან საპარლამენტო არჩევნებს სხვა სპეციფიკა აქვს.

“გუშინდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ დახშული წრიდან ვერ გამოვდივართ. ამომრჩეველი სკეპტიკურადაა განწყობილი. პოლიტიკური კონფორმიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ და შედეგიც შესაბამისია. კონფორმიზმი უზრუნველყოფილია იმით, რომ ხელისუფლებას მონოპოლიზებული აქვს ყველა რესურსი და არ იძლევა ალტერნატიული რესურსის შექმნის საშუალებას და მეორე, ფორმირება იმ ტიპის მეორე პოლუსის, რომლის კომპრომიტირებაც შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად. ეს არის მოცემულობა და ძალიან ბევრი წელია ამ წრეში ვტრიალებთ. შეიძლება ითქვას, მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში მოლდოვას მსგავსი მოვლენები განვითარდეს.

“რაც შეეხება 2020 წელს – თეორიული შანსები გვრჩება გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო არჩევნების სპეციფიკა სხვანაირია. ყველა 3% გადალახული პარტია შეიძლება, გამარჯვებულად ჩაითვალოს. თუ გადანაწილდა ხმები, ხელისუფლების დაბალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე თეორიული შანსი რჩება, რომ პოსტსაარჩევნო კოალიციების შექმნის აუცილებლობის წინაშე დავდგეთ. მოლდოვის მაგალითმა ეს აჩვენა, რომ იმდენად გაუსაძლისი სიტუაცია შეიქმნა ქვეყანაში, რომ თქვნ წარმოიდგინეთ, პროევროპული და პრორუსული ძალებიც კი გაერთიანდნენ იმისათვის, რომ ეს ოლიგარქიული, კორუმპირებული, გაუგებარი სისტემა მოეშორებინათ, რასაც შემდეგ კონტროლირებადი სასამართლოს მხრიდან ქმედებები მოყვა და დღეს, ფაქტობრივად, მოლდოვა სერიოზული კრიზისის წინაშე დადგა. მე საქართველოში ამ სცენარს არ ვისურვებდი, ვისურვებდი, რომ ხელისუფლებას შიდა ტრანსფორმაცია მოეხერხებინა და მსგავსი პრობლემების წინაშე არ დავდგეთ. ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ. თუ მოვახერხებთ, მოლდოვის ამ მაგალითზე რაღაცა ვისწავლოთ და მოვლენების ამგვარი განვითარება არ დავუშვათ, მოხარული ვიქნები. თუმცა, ჯერჯერობით, ისე მიდის პროცესი, რომ მოვლენების ამ ტიპის განვითრების რისკები მაღალია”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების დათვლა დაასრულა. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გახდა. 

რაც შეეხება მოლდოვას, შეგახსენებთ, რომ მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პაველ ფილიპი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. როგორც სასამართლოში განაცხადეს, პაველ ფილიპმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

8 ივნისს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსული „სოციალისტური პარტია“ და მემარცხენე პროევროპული ბლოკი, კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. მათ დროებითი მთავრობა შექმნეს. თუმცა, დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან, როგორც სასამართლოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი იგორ დოდონი პრეზიდენტის თანამდებობას დროებით ჩამოაშორა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება პაველ ფილიპს დაავალა, ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა.

რაც შეეხება პარლამენტს, მათ პაველ ფილიპის მთავრობა „უზურპატორად“ გამოაცხადეს.

იტვირთბა....