aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი

რამდენადაც ვიცი, წინასწარი მონაცემები არის საიმედო ჩემთვის და კარგი მონაცემებია – კახაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთაწმინდაზე „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია

„მივესალმები აქტიურობას და ყველა ადამიანს დიდ მადლობას ვუხდი, რომ დღეს შეწუხდა, მობრძანდა და თავისი აზრი დააფიქსირა.

დაველოდოთ, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდად საპატივცემულო იყო ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრა, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი საჯარო სივრცეში ყოველგვარი წესების დაცვით მოხდა.

ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავისი პატარა მინუსები ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ძიძგილაობა, ვიდრე შეურაცხყოფის მიყენება.

ვიხვეწებით ნელა-ნელა, მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და შემდგომი არჩევნებიც ამაზე უკეთესი.

ჯერ არ გავცნობივარ წინასწარ მონაცემებს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, წინასწარი მონაცემები არის საიმედო ჩემთვის და კარგი მონაცემებია”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მთაწმინდაზე ხმის მიცემა დასრულებულია. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დღეს 18 105 მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა აქტივობა 41.23% იყო.

იტვირთბა....