aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყველა უბანზე „ძველი ბიჭია“ მობილიზებული, ხელისუფლება პანიკაშია – ხოშტარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეორე ტურში, როგორც ჩანს, შეშინებული ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა და აბსოლუტურად ყველა უბანზე ჰყავთ მობილიზებული მთელი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ერთად, ჰარმონიულად არის შერწყმული ადგილობრივ „ძველ ბიჭებთან“, კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებთან და ცდილობენ, შექმნან აგრესიული ვითარება, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას განცხადებით, პირდაპირ უბნების წინ ხდება ამომრჩეველზე ზემოქმედება.

“მინდა შემოგთავაზოთ კონკრეტული ორი ვიდეო, რომ თავად შეიქმნათ წარმოდგენა. პირდაპირ უბნის წინ ხდება ზეწოლა ამომრჩეველზე, რომ შემოხაზონ 41. ეს ხდება 18-ე უბანზე. ასეთია ვითარება უბნების გარეთ, რომელიც მეტყველებს მხოლოდ ერთზე, რომ ხელისუფლება პანიკაშია. ჩვენ გვაქვს უბანზე კამერა, ყველაფერს ვაფიქსირებთ.

„ძველი ბიჭების“ მობილიზება ვინ მოახდინა, ამაზე მეორე ტურის წინაც ვსაუბრობდით. ისინი პატიმრებით ვაჭრობდბენ, ზუსტად ეს ძველი ბიჭები დადიოდნენ და ადამიანების სიებს აგროვებდნენ. აგერ ფაქტებია, „ძველი ბიჭები“ ვის ჰყავს მობილიზებული. მსგავსი აგრესიული გამოხტომების არავის არ შეშინდება. მთაწმინდელები ამას პასუხს ღირსეულად გასცემენ“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ბრიფინგზე ხოშტარიამ ვიდეო წარმოადგინა, სადაც მისი თქით, ამომრჩეველზე ზეწოლა ხდება.

იტვირთბა....