ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შესავსებად 20 მლნ დოლარი შეისყიდა

ეროვნული ბანკმა 7 ივნისის სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ამის შესახებ უწყება თავად ავრცელებს ინფორმაციას.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7384 შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა გუშინ 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. დღევანდელი ინტერვენცია 2019 წელს ჯამში უკვე მეთერთმეტე იყო – ეროვნულმა ბანკმა წელს 155 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. მაშინ, როცა 2018 წელს უწყებამ 18 ინტერვენცია განახორციელა და რეზერვები 180 მლნ აშშ დოლარით შეივსო.

ეროვნული ბანკი რეზერვებს ლარის გამყარების პარალელურად ავსებს. 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა და 8 ივნისს, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.7344 ლარი ეღირება.

წყარო – ტაბულა

იტვირთბა....