aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“სახელმწიფო არასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტისთვის დამაზიანებელი იქნება” – ნათია თურნავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარალამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

„პირველ რიგში, ცალსახად მინდა ვთქვა, რადგან ბოლო დროს რაღაც მოსაზრებებს და სპეკულაციებს ვისმენდით ამ საკითხზე. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და რასაკვირველია, ეკონომიკის სამინისტროსთვის. ამას ჩვენ საქმით ვადასტურებთ, იმ დონეზე რა დონეზეც არც ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფო მხარდაჭერა. მე არ დავიღლები და კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იმ მხარდაჭერის ელემენტებს, რასაც ჩვენ ანაკლიის პროექტს და მის კერძო ინვესტორს ვთავაზობთ. ესაა 100 მილიონი დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც კომპანია მიიღებს, როდესაც თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს ინვესტორი, ესაა 300 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია და ეს არაა მხოლოდ დაპირება, ეს კონკრეტული ვალდებულებაა. იგივე მოქნილი ვადები, თქვენ ალბათ კარგად მოგეხსენებათ, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, რომ პირველი ვადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სამუშაოების დაწყების და ფინანსური დახურვის მიღწევის, ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული იყო, იმის შემდეგ სახელმწიფომ რამოდენიმეჯერ გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა ამ ვადის გადავადება და შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ ვიხილავთ ფინანსების მოზიდვის საკითხებს,“- აცხადებს მინისტრი.

მისი განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვადების დარღვევისთვის დაკისრებული 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პირგასამტეხლო აპატია, თუმცა, მთავარია, პროექტი შედგეს.

„სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტისთვის დამაზიანებელი იქნება. საინვესტიციო ხელშეკრულებაში ე.წ ფინანსური დახურვის ვადად,  ანუ როდესაც ფინანსირება შეიკვრებოდა, კონსორციუმისთვის განსაზღვრული იყო 2017 წლის ზაფხული. ამის შემდეგ, სახელმწიფომ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და ამ ვადის გადავადება მოხდა. ამ პროცესში სახელმწიფომ ინვესტორს [ანაკლიის განვითარების კონსორციუმს] უკვე აპატია 11 მლნ აშშ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რაც ვადების დარღვევის გამო დაეკისრა. თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს პროექტი შეადგეს, რადგან ანაკლია მხოლოდ კომერიცული პროექტი არ არის და ის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”- განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

 

იტვირთბა....