aviabiletebi
მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

მიქაუტაძე ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნას, თამარ ონიანი უნდა ჩამოშორდეს მთლიანად შერჩევის პროცესს – ჯანეზაშვილი

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა.

დღეს გადაწყდება 144 განმცხადებლიდან ვინ გადავა შემდგომ ეტაპზე და ვის მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

მე და Anna Dolidze-ს ორი მოთხოვნა გვაქვს:

1 – გიორგი მიქაუტაძე ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნას, რადგან 3 რეკომენდატორი არ ჰყავს (მხოლოდ ორი მიუთითა) და ამიტომ ის შემდგომ ეტაპზე არ უნდა გადავიდეს ‼

2-  თამარ ონიანი უნდა ჩამოშორდეს მთლიანად შერჩევის პროცესს, რადგან მისი მაზლი (აზნაურაშვილი) მონაწილეობს კონკურსში. მე მისი მაზლის კომენტარები ვნახე მედიაში, და მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, რომ ჩვენი მოთხოვნის ადრესატი არის ონიანი, როგორც საბჭოს წევრი, რომელსაც აქვს აშკარა ინტერესთა კონფლიქტი და არა მისი ოჯახის წევრი, რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობდეს ამ კონკურსში‼”

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....