aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჩვენ ისევ ვხედავთ შვილმოკლულ მამებს, რომლებიც ქუჩაში მდგომნი ითხოვენ სამართალს”

„რა თქმა უნდა, მე რადიკალურად განსხვავებულად ვუყურებ ამ პროცესს, ვიდრე თქვენ. უსამართლობა მიუღებელი იყო როგორც წინა, ასევე მიუღებელია ამ ხელისუფლების პირობებში. ვხედავ, რომ ამ ხელისუფლებამ გადაიბარა სწორედ ეს ნეგატივი წინა ხელისუფლებისაგან და ამის ნათელი მაგალითია, რომ ამ ხელისუფლებამ უვადოდ განამწესა სწორედ ის მოსამართლეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ წინა ხელისუფლების მსახურებით და არა სამართლისა და კანონის მსახურებით. შემიძლია, კონკრეტულად დავასახელო იმ საქმეების მოსამართლეები, რომლებშიც მე, როგორც ადვოკატი ვმონაწილეობდი. ესენი არიან ბატონი მურუსიძე, ეს გახლავთ ბატონი კაპანაძე, ქალბატონი გიგიტაშვილი, ეს არის გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეების მოსამართლეები და სწორედ ისინი დანიშნა უვადოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. და ჩვენ ვხედავთ ლოგიკურ შედეგს აი ასეთი მიდგომისა სამართლის და სამართლიანობის მიმართ, ჩვენ ისევ ვხედავთ შვილმოკლულ მამებს, რომლებიც ქუჩაში მდგომნი ითხოვენ სამართალს უკვე დიდი ხანია, და სხვ მრავალ უსამართლობას”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

შალვა შავგულიძე, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი

პირველი არხი

იტვირთბა....