aviabiletebi
მთავარი ციტატა

“კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა, ვინ არიან ის პირები, ვინც დავით სარალიძე მოკლეს”

„სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი, საკითხი, ვინ არიან ის პირები, ვინც დავით სარალიძე მოკლეს. ორივე არასრულწლოვანს ბრალი ედებოდა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ჩადენაში. დადგინდა, რომ ერთ-ერთ არასრულწლოვანს საერთოდ არ ჰქონდა დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიღებული. რაც შეეხება მეორეს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით. ისმის ძალიან მარტივი კითხვა, ვინ არიან ის პირები, ვისთან ერთადაც მან მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ დანაშაულში, თუ მეორე არასრულწლოვანს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. მარტვი კითხვაა, რომელსაც ვერც სასამართლო და ვერც საგამოძიებო ორგანო ვერ პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლელობის ჩამდენი პირები არც კი არიან პასუხისგებაში მიცემული”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტარიელ კაკაბაძე, გ.ჯ-ს ადვოკატი

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო

იტვირთბა....