"შეიძლება, მოჩვენებითად არასამთავრობო ორგანიზაციების ან ადვოკატთა კორპუსის ერთი ან ორი წარმომადგენელი გაიყვანონ" - Metronome.Ge
მთავარი ციტატა

“შეიძლება, მოჩვენებითად არასამთავრობო ორგანიზაციების ან ადვოკატთა კორპუსის ერთი ან ორი წარმომადგენელი გაიყვანონ”

„144-კაციან სიაში წარმოდგენილი არის იმ ათკაციანი სიიდან რვა პირი, რომლებმაც ესოდენ დიდი აღშფოთება გამოიწვიეს. უნდა ველოდოთ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იქნება წარდგენილი პარლამენტის წინაშე. ასევე, ახალ სიაში შედიან უშუალოდ კლანის შემადგენლობაში მყოფი ისეთი მოსამართლეები, როგორებიც არიან ბატონები: გეწაძე, თევზაძე, მამისეიშვილი, რომლებიც ამ კლანის გადაწყვეტილებების აშკარა მხარდამჭერები იყვნენ ყოველთვის და დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ არამოსამართლე წევრების მიმართ, როდესაც მათგან კლანის გადაწყვეტილებების კრიტიკას ისმენდნენ. სიაში არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებიც მორჩილი იქნებიან ამ კლანის მოთხოვნების. უნდა ველოდოთ, რომ საბოლოო სია „ქართული ოცნებისთვის” სასარგებლო და სასურველი კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობით დაკომპლექტდება. შეიძლება, მოჩვენებითად არასამთავრობო ორგანიზაციების ან ადვოკატთა კორპუსის ერთი ან ორი წარმომადგენელი გაიყვანონ. სამწუხაროდ, ამ სიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „ქართული ოცნების” პოლიტიკური ხელისუფლება სრულად აკონტროლებს სასამართლო სფეროში მიმდინარე პროცესებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გარემოება, რომ საკუთარი კანდიდატურა დასახელებული აქვს გენერალურ პროკურორს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს”.

 

შალვა შავგულიძე, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი

ამავე თემაზე
იტვირთბა....