aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭილაძის ქუჩის კორპუსის მცხოვრებლები აფეთქების შემთხვევის დეტალებს იხსენებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

აფეთქებას ძალიან დიდი ხმა ჰქონდა, მთელი კორპუსი გარეთ გამოცვივდა. იმ ბინაში მაცხოვრებელ ორ ბიჭს თმაზე ცეცხლი ეკიდა, – განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ ჭილაძის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა მეზობელმა, დარეჯან გოგოლაძემ.

ის აღნიშნავს, რომ იმ დროს, როცა ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა, სახლში იმყოფებოდა და გარეთ ძლიერი აფეთქების ხმაზე გავიდა.

„ძალიან დიდი ხმა იყო, მთელი ჩარჩოები დაცვივდა. კივილ-წივილი იყო, მთელი კორპუსი გამოცვივდა, გაზი აფეთქდაო. იქ მაცხოვრებელ ორ ბიჭს თმებზე ცეცხლი ეკიდა. მინები ჩამსხვრეულია, ძალიან შეგვეშინდა. გუშინ გაზი გადაკეტეს, ალბათ, გაზი მოშვებული დარჩათ, როცა ჩაირთო, ალბათ ვერ გაიგეს. ყველას მოგვივიდა შეტყობინება, რომ ბუნებრივი აირი შეწყდებოდა, მაგრამ ისინი ქართველები არ იყვნენ და როგორც ჩანს, შეტყობინება ვერ წაიკითხეს- განაცხადა გოგოლაძემ.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

აფეთქების შესახებ განცხადებას „ყაზტრანსგაზიც“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.

„აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში

იტვირთბა....