aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყოველი მეორე ახალგაზრდა აზარტულ თამაშებშია ჩართული, როდის შემოიტანთ რეგულაციებს? – გოგიჩაიშვილი ბახტაძეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბატონო მამუკა, როდის შემოიტანთ აკრძალვებს აზარტული თამაშების შესახებ, რომელსაც წელიწადის წინ შეგვპირდით და ყოველთვიურად აჭიანურებთ?, – ასე მიმართა პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.

გოგიჩაიშვილის განცხადებით, ყოველი მეორე ახალგაზრდა აზარტულ თამაშებშია ჩართული.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ინიციატივა პარლამენტის დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნოდა.

 

 

იტვირთბა....