aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაი დღეში ხარ ახლა, იცინე – ქუთაისის საკრებულოს წევრი 16 წლის გარდაცვლილი გოგოს დაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლაგოდეხში 16 წლის გარდაცვლილი გოგოს დის, სალომე ბარკერის ფოტო წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”.

ბარკერის ვიდეოს გამოქვეყნება და მისი დის გარდაცვალების თარიღი ერთმანეთს ემთხვევა.

როგორც ON.GE-ს დეპუტატმა განუცხადა, ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა.

“პირველად მესმის თქვენგან, ეს ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ ნამდვილად. მე არაფერ შუაში ვარ… რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო.

მაგი არჩიეთ თქვენ, დაემთხვა თუ არ დაემთხვა. უბრალოდ ალბათ დაემთხვა… სულ ასეთი მწარე კომენტარები მაქვს გაკეთებული იმათზე, ვინც ეროვნულობას შეეხება, ვინც მართლმადიდებლობას შეეხება, ვინც პატრიარქს შეეხება”, — აცხადებს დეპუტატი.

 

წყარო: ON.GE

იტვირთბა....