ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე – პარლამენტში შავგულიძე, იქ შავგულიძე, სულ შავგულიძეს იძახიან, ტელევიზიაში 15 გამოსვლიდან 14 შავგულიძე

მმართველი გუნდის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ მას შალვა შავგულიძის მომხრეებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

როგორც “მეტრონომს” კახაძემ განუცხადა, ის ყოველგვარი უთანასწორობის წინააღმდეგია.

“მე იმით ვარ ამაყი, რომ 19-ში გამართულ არჩევნებზე კომისიაში 3 შენიშვნა იყო მხოლოდ მიცემული. მინდა, რომ ყველაფერი ასე დამთავრდეს. მე ასეთი რამე არ ვიცი, მე ასეთ რამეში არ მრევენ. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი დარღვევის – ან ჩემს და ან მოწინააღმდეგის მხარეს. არ მგონია, რომ ამით ან მე ან შავგულიძე რაიმე პლიუსებს ჩავიწერთ. თუ ნებადართულია იქ ხელი ვინ უნდა მოკიდოს და როგორ შეიძლება სააგიტაციო მასალის გამოქვეყნებას ხელი შეეშალოს. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი წონასწორობის დარღვევის.

ტელევიზიით ყოველი 15 გამოსვლიდან შალვა შავგულიძე, შალვა შავგულიძე და მხოლოდ ერთია ლადო კახაძე, ისიც უარყოფით კონტექსტში. ალბათ, 14-ჯერ რომ ლაპარაკობენ შავგულიძეზე არ ესმით და ჩემი ერთი ნათქვამი ესმით-თქო. სულ შავგულიძეს იძახიან, ჩართეთ ტელევიზია. პარლამენტში შავგულიძე, იქ შავგულიძე, ინიციატივა შავგულიძე – რა ინიციატივა ესაქმება შავგულიძეს პარლამენტში, მაგრამ ეს პოლიტიკური წესია და წინააღმდეგი როგორ ვიქნები”, – აცხადებს კახაძე.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩევნები 13 ივნისს გაიმართება. ერთმანეთს ლადო კახაძე და ბლოკი “ევროპული საქართველოს თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან.

ამავე თემაზე
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....