aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ჭიჭინაძე – ბოლომდე ვერ მიაგნეს იმ გზას, რითიც შეიძლება, ანაკლიის პორტის მშენებლობა გააუქმონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის მშენებლობის გაუქმება სურს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიაგნეს იმ გზას, რომლითაც ჩანაფიქრს განახორციელებენ.

როგორც “მეტრონომს” ჭიჭინაძემ განუცხადა, გაუგებარია რატომ არ უარყო ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ღრმაწყლოვან პორტზე გაცემული ნებართვა.

“გააუქმეს ნებართვა. ვიღაც გაჭირვებულ კაცს დააბრალეს ნებართვა და ისიც გადავაყენეთო. ახლა საერთოდ ახალი სიურპრიზი გავიგეთ, რომ თურმე მშენებლობის დეპარტამენტი ნებართვებს ისე გასცემს, მინისტრი საქმის კურსში არ არის. ამდენი ხანი ტრიალებენ და განცხადებები კეთდება. გუშინ რატომ არ უარყვეს და ამდენი ხანი რატომ დაჭირდათ გადაწყვეტილების მისაღებად, გაუგებარია. რაღაც გადაწყვეტილების მიღება უნდათ, მაგრამ ფორმა ვერ მოძებნეს. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არიან გაჩხერილები და არ იციან როგორ გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან. სხვადასხვა ხრიკებს იყენებენ, მაგრამ ბოლომდე ვერ მიაგნეს იმ გზას, რითიც შეიძლება, ანაკლიის პორტის მშენებლობა გააუქმონ”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”  განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიისთვის მიცემული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გაუუქმა.

იტვირთბა....