aviabiletebi
ახალი ამბები

“სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა შავგულიძე, რა “ვორდინგია”? – გვარამია ხოშტარიას

aviabiletebi
ავიაბილეთები

შალვა შავგულიძის ფანი არ ვარ, ნათელია ალბათ. მარა მათიკაშვილის და ზარდიაშვილის მხრიდან მის გინებაზე გული მერევა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირეტორმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა.

მაან, ასევე, “ევროპული საქართველოს” ლიდერებს, ელენე ხოშტარიასა და ოთარ კახაძეს მიმართა:

“ერთადერთი, მეგობრებო ევროპული საქართველოდან, სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა შავგულიძე, ეს რა ვორდინგია? ვინ იყო, უკაცრავად და, სისტემა? ამ ქვეყნის საუკეთესო მთავრობა მთელი მისი ისტორიის მანძილზე? და ზურა ადეიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება, შეცდომების დამშვების, კი ბატონო, მაგრამ საუკეთესო საჯარო მოხელის საქართველოს ისტორიაში, ასევე ძალიან სამარცხვინო მგონია. მანდვე გიზით ადეიშვილისავე ყოფილი მოადგილე ოთარ კახაძე, და იმას კითხეთ, თუ არ გსმენიათ. ან გირგვლიანის საქმეზე რაღა ადეიშვილს მიახტით? ცოტა სხვაგან ხო არ იწყება ეგ ამბავი, შემთხვევით?” – აღნიშნა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მთაწმინდის ამომრჩეველმა ზუსტად გაარჩია, სად არის შავი და სად არის თეთრი, ზუსტად გაარჩია და თქვა, რომ არა, მურუსიძესა და ივანიშვილს არ მივცემთ ხმას და შალვა შავგულიძეს მივცემთ ხმას.

“არ ღირს არც მთაწმინდის და არც სხვა რომელიმე არჩევნები ისტორიის უსამართლო რევიზიად, ტეხავს და ქოცობაა” – დამატა გვარამიამ

იტვირთბა....