ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩემს ცხელ სუნთქვას ივანიშვილი კეფაზე მუდმივად შეიგრძნობს” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური გეგმებით უკრაინაში ბრუნდება. ინაუგურაციის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ ერთ-ერთი პირველი განკარგულებით პოროშენკოს ხელმოწერილი დოკუმენტი გააუქმა, რის საფუძველზეც ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა აღუდგა.

მიხეილ სააკაშვილი კიევში ხვალ ბრუნდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში ვლადიმერ ზელენსკის თანამოაზრის სტატუსით ჩადის. ის ამბობს, რომ ეს არის ოლიგარქიის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მალე საქართველოზეც გავრცელდება.

მმართველი გუნდი ზელესკის გადაწყვეტილებამ დააბნია. “ქართული ოცნების” წევრები უკრაინის ახალი პრეზიდენტის პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს ეჭვის თვალით უყურებენ.

უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვა. ოფიციალურ მიზეზად მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოდესის ყოფილი გუბერნატორის მეირ კონსტიტუციის მე-19 მუხლის დარღვევას ასახელებდა, რომლის მიხედვით, სააკაშვილმა ანკეტის შევსების დროს არასწორი ინფორმაცია მიუთითა.

იტვირთბა....