aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აცილებას უცხადებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე, – ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გვარამიას განცხადებით, ჭანტურიას თანამონაწილეობით ტელეკომპანიის საქმე არ უნდა გადაწყდეს.

საქმესთან დაკავშირებული დეტალების დაგეგმვა ორკესტრირებულად მიმდინარეობს. ეს სარჩელიც, რომელიც შესულია სასამართლოში, ემსახურება სწორედ ამ მიზანს და არის ამ სქემის ნაწილი. სქემის, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით.

რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებაში გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს, შედგა “რუსთავი 2-თან” დაკავშირებული პროექტის განხილვა სტრასბურგის სასამართლო კოლეგიის მიერ. პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს გარკვეული შენიშვნებით. ეს არის ინფორმაცია ჩვენთვის დაზუსტებით ცნობილია და ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია იუსტიციის სამინისტროში არსებული წყაროების მხრიდან. საკუთრივ იუსტიციის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მიიღო ბატონი ჭანტურიას მხრიდან, რაც არის სამოსამართლო ეთიკის უხეში დარღვევა, რაც წარმოადგენს სტრასბურგის განაწესების უხეშ დარღვევას. აცილებას ვუცხადებთ ლადო ჭანტურიას და მიგვაჩნია, რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს.

თუ მოიხსნება დროებითი ღონისძიება, დაიხურება არა მარტო „რუსთავი 2“, არამედ დაიხურება ქვეყანა სახელწოდებით საქართველო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....