aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვთავაზობთ, ჯამში, ეტაპობრივად 25-პროცენტიან მატებას – “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორი მერაბ ლომინაძე, პასუხობს და აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.

როგორც “კურიერთან” საუბრისას ლომინაძე აცხადებს, კომპანიამ დასაქმებულებს უკვე შეთავაზა ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამშრომელს, ყველა ჩვენს კოლეგას, რომელიც დღეს არის გაფიცული, რომელიც არ ცხადდება სამუშაო ადგილებზე იმისკენ, რომ გამოვიდნენ მოლაპარაკებებზე, გამოიყოს ჯგუფი, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და კონსტრუქციული დიალოგით მოხდეს ყველა იმ პრობლემური საკითხის გადაწყვეტა, რომელიც მათ დააყენეს. იმ დაყენებული 4 საკითხიდან, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პრაქტიკულად, ყველა საკითხი, გარდა ხელფასისა, არის გადაწყვეტილი. ხელფასთან დაკავშირებით კომპანიამ გააკეთა საკმაოდ სოლიდური წინადადება, რომელიც უნდა განხილულ იქნას და შეჯერდეს ჩვენივე თანამშრომლებთან. ჩვენ ვთავაზობთ, ჯამში, ეტაპობრივად 25-პროცენტიან მატებას, ეს უპრეცენდენტო მატება არის,“ – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.

მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.

ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.

17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი პეტრიაშვილმაგანაცხადა, რომ მდგომარეობის გასანეიტრალებლად, კომპანია სამუშაოებს დროებით აჩერებს.

დღეს მაღაროელებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათ მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ.

ჭიათურაში მაღაროელების აქციას დღესვე ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ და სოლიდარობა გმაოუცხადეს.

იტვირთბა....