aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლოგიკური იქნება, თუ ზელენსკი სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებს” – ვალერი ჩეჩელაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლოგიკური იქნება, თუ ზელენსკი სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებს” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში და რონდელის ფონდის მკვლევარმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუსთან.

მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის თხოვნის შესახებ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მიმართ.

„იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტი ზელენსკი საკმაოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა სააკაშვილის მოღვაწეობას უკრაინაში, ვფიქრობ, ლოგიკური იქნება, თუ ზელენსკი მას მოქალაქეობას დაუბრუნებს“, – აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.

რონდელის ფონდის მკვლევარის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს დაინიშნა და დრო საკმაოდ ცოტაა, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ამა თუ იმ ფორმით სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში აუცილებლად დაბრუნდება.

შეკითხვაზე, თუ რატომ არის ამაში დარწმუნებული იმის ფონზე, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას აანონსებს, მან უპასუხა, რომ ჯერ საქართველოში დაბრუნება უფრო შორეული პერსპექტივაა,უკრაინაში დაბრუნება კი – შედარებით რეალური.

„აქ ერთი ნიუანსია – როდესაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ეს მისი ბოლო მოქალაქეობა იყო. ყველა საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ადამიანს ჩამოართვა მისი ბოლო მოქალაქეობა. სახელმწიფოს შეუძლია, მოქალაქე დააკავოს, დასაჯოს, დახვრიტოს და ა.შ. მაგრამ ბოლო მოქალაქეობის ჩამორთმევა გაუგონარი რამაა. ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლოში მესამე პრეზიდენტი უკრაინის სახელმწიფოს მოუგებს დავას”, – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში.

იტვირთბა....