aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“ილუზია, რომ სიღარიბე 3 თვეში დამარცხებადია, არის იაფასიანი პოპულიზმი” – ბახტაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩემი შეხედულებით, სამი საკითხია სახელწმიფოს მშენებლობისთვის ფუნდამენტი, ეს სამი სკაითხი თუ არ აქვს სახელწმფიოს მოგვარებული ვერანაირ განვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ “TV პირველის” ეთერში ისაუბრა

” ეს სამი საკითხია: პირველი – განათლება და წვდომა განათლებაზე, რომელიც არის ჩვენი ეროვნული იდეა, რომ თითოული ახალგაზრდა, ბებია-ბაბუა, დედ-მამა, მშობელი, ადამიანი, იყოს დარწმუნებული, რომ ამას აქვს წვდომა უმაღლესი ხარისხის განათლებაზე, რაც უზრუნველლყოფს მის მყისიერ დასაქმებას მომავალში.

მეორე – ჯანდაცვა, წვდომა ჯანდაცვაზე, მიუხედავად მოქალაქის ფინანსებისა, სად ცხვრობს, ქალაქად თუ სოფლად, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადეკვატური ჯანდაცვა.

მესამე – წვდომა საკვებზე. ჩვენ ვებვრძვით სიღარიბეს, ეს არის კომპლექსური პრობლემა. ილუზია, რომ სიღარიბე 3 თვეში დამარცხებადია, არის იაფასიანი პოპულიზმი. მაშინ, როცა ქვეყანა ცდილობს, თავი დააღწიოს სიაღრიბეს, განვითარდეს, ამ კალაპოტს მიღმა არ უნდა დარჩეს მოსახლეობა, რომელსაც წვდომა არ აქვს რესურსებზე, მათს შორის – საკვებზე” – განაცხადა მინისტრმა.

აღნიშნულ ჩამონათვალს მან ასევე სახელმწიფო უსაფრთხოება და სამართლიანობა დაამატა და თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ პრობლემების მოგვარების რეალური პერსპექტივები გააჩნია.

 

იტვირთბა....