aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა მიმართულებით იმოძრავებს საავტომობილო ნაკადი ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე – შსს ინფორმაციას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა მიმართულებით იმოძრავებს საავტომობილო ნაკადი ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ვერეს ხეობაში, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით არსებულ ახალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც, ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ორივე სამოძრაო ზოლზე დროებით აიკრძალა. გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე, ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ბახტრიონის გვირაბის გავლით, კარტოზიასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთან ერთად აღდგება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....