მთავარი ციტატა

“როგორ შეიძლება, მელიას დააბრალო, რომ ბრძოლის წინააღმდეგია” – მელია

“ნაციონალურ მოძრაობაში” არის ერთი მიზანი და ამოცანა, ამ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი მომავალი. ჩვენ ყველას მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშილი არის ამ ქვეყნის ძლიერი მუხრუჭი. მიმაჩნია, რომ  ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება, მე ვარ მომხრე მწვავე აქციების, ქუჩის აქციებისაც კი, როგორ შეიძლება, მელიას დააბრალო, რომ ბრძოლის წინააღმდეგია, თუმცა , არამგონია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ნაადრევი, არასწორი განცხადებები” , ამის შესახებ ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მიხეილ სააკაშილთან შეხვედრებსაც გეგმავს.

მელიას საუბარს გამოეხმაურა თინა ბოკუჩავაც: “მელიას თავისი აზრი ექნება, მე ჩემი აზრი მექნება, სანდრა რულოვსს თავისი აზრი ექნება, გია ვაშაძეს თავისი აზრი ექნება, მაგრამ ჩვენ გვექნება ერთი ამოცანა და ეს ამოცანა არის ივანიშვილის დამარცხება და ამას ჩვენ ყველა ერთობლივად, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ“

შეგახსენებთ, რომ გადაცემაში “კვირის აქცენტები” ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ “ძალა ერთობაშიას” კანდიდატის სანდრა რულოვსისა და საქართველო ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გააკრიტიკა.

 

იტვირთბა....