aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანაკლიის პორტის მშენებლობის ფინანსური დახურვის ვადამ შესაძლოა, გადაიწიოს” – ლევან ახვლედიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა მშენებლობის ვადები მაქსიმალურად დაცული იყოს, თუმცა ფინანსური დახურვის ვადამ, შესაძლოა, გადაიწიოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო, ამიტომ ფინანსური დახურვის ვადა, რომელიც 15 ივნისით იყო გამსაზღვრული, გადაიწევს.

„ მოლაპარაკებები გაგრძელდება. შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად მოქნილები ვიქნებით ფინანსური დახურვისა და მოლაპარაკებების ვადებთან დაკავშირებით. . ვერ გეტყვით, კონკრეტულად როდის დაიწყება მშენებლობა, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, , რომ ვადები დავიცვათ. ჩვენს მიერ უკვე დაფინანსდა და განხორციელდა დაღრმავების და რეკლამაციის სამუშაოები, ამიტომ პროექტი ჯერჯერობით დაცულია სამშენებლო ვადების გადავადებისგან“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისივე თქმით, დამატებითი შეხვედრა მხარეების იურისტებს შორის მომდევნო 10 დღის განმავლობაში შედგება

იტვირთბა....