aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

10 ოთახი მშენებარე კორპუსში: ზელენსკი საქართველოში უძრავ ქონებას ფლობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინული მედია ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის 2018 წლის დეკლარაციას აქვეყნებს. დეკლარაციაში ზელენსკი უთითებს 9.2 მლნ. გრივნის წლიურ შემოსავალს, მათ შორის, მისი მეუღლისასაც, რომელიც 5.5 მლნ გრივნის ოდენობით შემოსავალს გულისხმობს.

ზელენსკის ასევე მითითებული აქვს მისი და მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ისინი ფლობენ 20 სახლს, მათ შორის, კიევსა და ოკუპირებულ იალტაში, რომელთა მთლიანი ღირებულება 313 მლნ გრივნას შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ნუსხაში უკრაინის პრეზიდენტმა მიუთითა 2 სახლი იტალიაში, რომელიც მან 2015 წელს შეიძინა.

ასევე, რაც ყველაზე საინტერესოა, ზელენსკი დეკლარაციაში უთითებს საქართველოში არსებულ 10 ოთახს მშენებარე კორპუსში.

შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 30 აპრილს გაიმართა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა.
იტვირთბა....