fbpx
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ხელოვნების ბაზრობა – TAF გაიხსნა

საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

სოფიო ხუნწარიამ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თბილისის ხელოვნების ბაზრობას დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარი კულტურული მოვლენა უწოდა.

„უკვე მეორე წელია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ტარდება თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა. ეს ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებაა. წელს ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილია 16 ქვეყნის გალერეა, ასევე, თანამედროვე მხატვრებს და არტისტებს ინდივიდუალურად აქვთ წარმოდგენილი თავიანთი ნამუშევრები. ჩამოსულია, დაახლოებით, 1000-მდე სტუმარი, კურატორები და გალერეები. ეს მნიშვნელოვანი პროცესია იმისთვის, რომ ქართველ მხატვრებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა მიეცეთ“, – განაცხადა სოფია ხუნწარიამ.

“ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება თბილისის ხელოვნების ბაზრობა და ის 19 მაისამდე გასტანს.

ბაზრობაში წელს 16 ქვეყნის 30-მდე გალერეა და 35-მდე ხელოვანი მონაწილეობს. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.

TAF არის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც მეტწილად ფოკუსირებულია შავ, კასპიისა და ბალტიის ზღვების ქვეყნებზე, მათ მდიდარ სახელოვნებო სცენებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარდგენილან.

ბაზრობის გახსნის ცერემონიის პარალელურად, დღეს, სხვა ღონისძიებებიც გაიმართება.
თბილისის ხელოვნების ბაზრობის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, Check in Georgia, „თიბისი სტატუსი“ და სხვა.

ღონისძიებაზე მერის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

სხვა ამბები

გოგაშვილი – დღეს მე ვმოღვაწეობ პარტია “ქართულ ოცნებაში”

newsadmin

დავით-გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი დაითმობა ქართველი ერის მიერ – მეუფე ზენონი

newsadmin

„რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აცილებას უცხადებს

newsadmin

დარსალია – სამუშაოები აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიებზე ხორციელდებოდა

newsadmin

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა

newsadmin

კურორტ გოდერძიზე ძლიერი სეტყვა მოვიდა (ვიდეო)

newsadmin
იტვირთბა....