aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სააქციო საზოგადოება “ქართული ფოლადის” რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები,  სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, გაიფიცნენ.

კერძოდ, მათი მთავარი მოთხოვნებია:

  • სამი ცვლიდაან ოთხ ცვლაზე გადასვლა
  • ხელფასების გაზრდა
  • ღამის ცვლაში შრომის ანაზღაურება

როგორც “ლიბერალს” ქარხნის მარკეტინგის მენეჯერმა, სალომე იასეშვილმა განუცხადა, ორი საამქროს მუშები დილის 9 საათიდან დახვდათ ადმინისტრაციის შენობასთან.  მისივე თქმით, ადმინისტრაცია მუშებს უკვე ესაუბრა და ერთდღიანი ვადა აიღო მოთხოვნების განსახილველად.

აღსანიშნავია, მუშები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს, რომელშიც ქარხნის გაფიცული მუშების და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები შევლენ. საინიციატივო ჯგუფი მოლაპარაკებას ქარხნის ხელმძღვანელობასთან გამართავს.

იტვირთბა....