aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, გია დანელიას უფლებამოსილება არ შეუწყდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის საკრებულოს თავდმჯდომარე მამუკა წოწერია აცხადებს, რომ მიზანმიმართული პროვოკაცია მოხდა და ოპოზიციის განცხადების დარეგისტრირების პროცედურა პრობლემას არ წარმოადგენს. წოწერიას განცხადებით, საკრებულოს შენობას ბევრი ადამიანი მიაწვა, რის გამოც შენობაში შესვლა შეფერხდა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

წოწერიამ ასევე განაცხადა, რომ დეპუტატ გია დანელიას უფლებამოსილება არ შეუწყდება, ვინაიდან ამ ეტაპზე ამის საფუძველს ვერ ხედავს. წოწერიამ განაცხადა, რომ მან ნახა ჩანაწერი და ახლა მისი ავთენტურობა დგინდება. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ის გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

თავის მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ ბოდიში მოუხადა ჟურნალისტებს, რომ ყველა მათგანს არ მიეცა შესაძლებლობა, შემოსულიყო შენობაში, სადაც მათ დაარეგისტრირეს განცხადება რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, სადაც უნდა იმსჯელონ დეპუტატ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. მისი განმარტებით, ის, რაც ჩანწერში ისმის, სისხლის სამართლის დანაშაულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გუშინ, 14 მაისს დაიწყო გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე.

საქმე ეხება “რუსთავი 2-ის” ცნობით საკრებულოს წევრ გია დანელიას, სადაც ის უცნობ პირს ესაუბრება, რომ აქვს დავალება გამოიყენონ ნებისმიერი მეთოდი, ამორჩევლის მოსყიდვა, დაშინება და გატაცება.

ბრალდებებს დეპუტატი უარყოფს და ამბობს, რომ ჩანაწერი გაყალბებულია.

იტვირთბა....