fbpx
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ფაქტია, რომ გრძელდება კორუფციისა და დისფუნქციისკენ ვარდნა” – ბოკერია

“სამწუხაროდ, გიორგი ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, გიორგი ქობულიას გამოსვლა არ იყო ამომწურავი.

„სამწუხაროდ, გიორგი ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ეს არის არაფორმალური მმართველობის ვითარება, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მას ამ გვარის ხსენება რომ არ უნდოდა, გასაგებია. ის, რომ კორუფციისა და დისფუნქციისკენ გრძელდება ვარდნა, ფაქტია. კარგი მაგალითი მოიყვანა, რომ სწრაფად უნდა გასცე ინვესტორებისთვის დოკუმენტები. რეგლამენტი მოხსნილია, რაც გზის გახსნაა ნეპოტიზმისა და კორუფციისთვის. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკას ანგრევს. ამომწურავ მოხსენებას ვერ დავარქმევდი, რადგან უფრო მკაფიო პასუხების მომხრე ვიქნებოდი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ

სხვა ამბები

გოგაშვილი – დღეს მე ვმოღვაწეობ პარტია “ქართულ ოცნებაში”

newsadmin

დავით-გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი დაითმობა ქართველი ერის მიერ – მეუფე ზენონი

newsadmin

„რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აცილებას უცხადებს

newsadmin

დარსალია – სამუშაოები აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიებზე ხორციელდებოდა

newsadmin

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა

newsadmin

კურორტ გოდერძიზე ძლიერი სეტყვა მოვიდა (ვიდეო)

newsadmin
იტვირთბა....