aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფილარმონია, ევგენი მიქელაძის სიმფონიურ ორკესტრს უნდა გადასცემოდა” – ქობულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყველაზე ობიექტური და ოპტიმალური იყო, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს გადასცემოდა – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გააკეთა.

მისივე თქმით, კერძო სექტორმა დარბაზი ვერ აამუშავა.

“ეს არ არის პრეტენზია კერძო კომპანიასთან, რომელიც ოპერირებას აწარმოებდა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ტიპის საკონცერტო დარბაზების მართვა კერძო სექტორის მიერ უბრალოდ წარმოუდგენლად რთულია. ასეთი ტიპის დარბაზები არის სახელმწიფოსი ან დოტირებული. ამერიკაშიც რომ გადახედოთ, იქაც არ არის ბევრი და ჩვენთან დაბალი შესაძლებლობის ქვეყანაში რა ბილეთი უნდა გაიყიდოს ისეთი, რომ კომერციულმა სექტორმა ეს ამუშაოს. ამიტომაც ჩემი აზრით, კომერციულმა სექტორმა ვერ შეძლო ამის სათანადოდ მართვა”, — განაცხადა ქობულიამ,

მისი აზრით, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი იყო და დარბაზი სამართავად გადასცემოდა სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც კულტურის სამინისტროს სსიპ-ია. ქობულია ამბობს, რომ სიმფონიურ ორკესტრს “შესანიშნავი” ხედავ ჰქონდა, თუმცა ეს ის საკითხი იყო, რომელიც გუნდის სხვა წევრებმა არ გაიზიარეს: “მგონი, დღესაც დაკიდებული საკითხია”.

შეგახსენებთ, რომ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ითხოვა, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სამართავად სსიპ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს გადასცემოდა. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ წლებია ორკესტრს მუდმივი შენობა არ გააჩნია.

 

იტვირთბა....