aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ასეულობით ადამიანის მობილიზება ხელს უშლის ამომრჩეველს, მშიდად დააფიქსიროს თავისი ნება” – ჩუგოშილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ათასობით ადამიანი სხვადასხვა ქალაქიდან ჩადის ზუგდიდში, სხვას არაფერს შეიძლება ემსახურებოდეს ეს, გარდა იმისა, რომ კენჭისყრის პროცესში უბნებთან იყოს დიდი მასის მობილიზება, რაც, როგორც წესი, მთავრდება ხოლმე უბნებთან დაპირისპირებით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ერთადერთი, რაც შეიძლება, მოხდეს, არის სამართალდამცავი ორგანოების, ანუ პოლიციის, შსს-ს შესაბამისი რაოდენობის წარმომადგენლების ყოფნა ზუგდიდში სწორედ ერთადერთი მიზნისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი. დანარჩენი, რაც შეეხება ადამიანების მობილიზებას, ამას აკეთებს ოპოზიცია, მათ ამის შესახებ განცხადებაც გააკეთეს. ათასობით ადამიანი სხვადასხვა ქალაქიდან, როგორც ჩანს, ჩადის ზუგდიდში და სხვას არაფერს შეიძლება ემსახურებოდეს ეს, გარდა იმისა, რომ არჩევნების დღეს, კენჭისყრის პროცესში უბნებთან იყოს დიდი მასის მობილიზება, რაც, როგორც წესი, მთავრდება ხოლმე უბნებთან დაპირისპირებით. ამის აცილება არის ჩვენი მთავარი ამოცანა, იმიტომ რომ ასეთი რაოდენობით ადამიანების, ასეულობით ადამიანის მობილიზება როდესაც ხდება საარჩევნო უბანთან, რეალურად ეს არ აძლევს ამომრჩეველს შესაძლებლობას, რომ თავისუფლად, მშვიდად დააფიქსიროს თავისი ნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, უკვე ცხადია, ამომრჩეველი ვის უჭერს მხარს და არის მცდელობები, არჩევნების გარშემო გაჩნდეს კითხვები.

„ჩვენ გვინდა მხოლოდ ასეთი პროცესის უზრუნველყოფა, სრულიად დარწმუნებულები ვართ ამ არჩევნების შედეგებში. ვფიქრობთ, აქ საეჭვო და სადავო არაფერი იქნება, რადგან უკვე ჩანს, მხარდაჭერა ვის მხარეს არის. არ უნდა დავუშვათ, რომ საარჩევნო გარემოს და არჩევნების წარმართვის შესახებ გაჩნდეს რაიმე კითხვები. ამის მცდელობებს კი ვხედავთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

იტვირთბა....